10 მაისი, 2019

ნოდარ დუმბაძის ისტორია გალაკტიონ ტაბიძეზე

ნოდარ დუმბაძის ისტორია გალაკტიონ ტაბიძეზე ნოდარ დუმბაძის მიერ შემონახული ისტორია გალაკტიონ ტაბიძეზე იმ პატარა ეპიზოდზე მოგვითხრობს, როცა პოეზიის მეფე მზის და ზღვის განსაკუთრებულ სიყვარულზე საუბრობს:

“- მე ზღვა მიყვარს ძალიან, ზღვა და მზე.
ყოველ ზაფხულს დავდივარ ზღვაზე.

ყოველ ზაფხულს ჩავდივარ სოხუმში, ამოვთხრი დიდ ორმოს სილაში, ჩავწვები შიგ და ჩავიმარხები კისრამდე, მერე ვიზამ პირს მზისკენ და ვხუჭავ თვალებს.

ჯერ ბნელა, მერე ჩნდება რგოლები, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი,
მერე ნათდება და მზე ჩამოდის თვალებში, დიდი, უდიდესი ნათელი მზე…
მერე ციდან ეშვება ანგელოსი, ლამაზი, თეთრი ანგელოსი, ეშვება ჩემს ყურთან და მკარნახობს ლექსებს.

– ბატონო გალაკტიონ, მართლა ანგელოსი გკარნახობთ?
– კი, ძამიკო, ანგელოსი მკარნახობს, აბა მე სად მცალია ლექსების საწერად…”