30 მაისი, 2019

ნახეთ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რუკა მეტი სიცხადისთვის

პოლონელების მიერ დამახინჯებული დავით გარეჯიგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

გიორგი მიქელაძე სიტუაციის სიცხადისთვის გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რუკას ავრცელებს, სადაც ძველი და ახალი საზღვრებია ასახული:

“სიტუაციის სიცხადისთვის ვდებ “გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რუკას” ძველი (1920) და ახალი (1991) წლის საზღვრებით და ეკლესია-მონასტრების ადგილმდებარეობით.

ვინმეს შემთხვევით ძველი საზღვარი ახალში რომ არ აერიოს, ვდებ აგრეთვე ამონარიდს კანონიდან:
მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი შედგება ყოფილი სსრკ-ის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრისა და ყოფილი სსრკ-ის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული სახელმწიფო საზღვრისაგან, რომელიც განსაზღვრავდა ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო საზღვარს საქართველოს ნაწილში.

2. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.”