27 მაისი, 2019

მულტიმედიური სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

მულტიმედიური სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრშინოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერაა. თეატრის დიდ სცენაზე 28, 29 და 30 მაისს ახალი თაობის მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება მულტიმედიური სპექტაკლი “ოდისეა“. მასში გაერთიანებულია ანიმაციისა და კინოს ხერხები.

წარმოდგენას ლიტერატურულ საფუძვლად ბავშვებისთვის ადაპტირებული მითოლოგია უდევს.

სპექტაკლში მაყურებელი შეხვდება ისეთ მითოლოგიურ გმირებს, როგორებიც არიან: ზევსი, ჰერა, ჰერმესი, პოსეიდონი, იანუსი, აფროდიტე, პენელოპე, ტელემაქე და სხვა.

თეატრალური პროექტის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ დიასამიძე, მხატვარი ლანა ყავრელიშვილი, მუსიკალური გაფორმება გიორგი კობერიძის, მულტიპლიკაციის რეჟისორი პეტრე თომაძე, მულტიპლიკატორები: გიორგი გორელაშვილი, თამარ კოჩალიძე, არსენ ოქრუაშვილი.

საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობენ ხატია მელქაძე, იოანა ნავაძე, ვახტანგ ნოზაძე, ნიკა ფაიქრიძე.

პერსონაჟებს კი ახმოვანებენ: ხატია მელქაძე, ეკატერინე შარიქაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ავთანდილ დიასამიძე, ვანო დუგლაძე, რატი ნავაძე, ვახტანგ ნოზაძე, ნიკა ფაიქრიძე.

სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურის სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.