1 მაისი, 2019

მოძრაობა “დავითიანნი”: “ბოდიშს ვიხდით”

მოძრაობა "დავითიანნი": "ბოდიშს ვიხდით"ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი” ბოდიშს იხდის იმ გაუგებრობისთვის, რაც 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გარცელდა:

“ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, გარცელდა არასწორი ინფორმაცია და კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომელთანაც შეთანხმება ბოლომდე არ გვქონდა დასრულებული.

სამწუხაროდ, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ იგი აღარ გადამოწმებულა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ეს იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საჯარო სივრცისთვის არ იყო განკუთვნილი.

მაინც იგი არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით.

ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი”-ს ადმინისტრაცია.”