მიშო სულუხიას მანქანამ დაარტყა

მიშო სულუხიას მანქანამ დაარტყამომღერალ მიშო სულუხიას მანქანამ დაარტყა:

“როგორც ჩვენი პროფესორი იტყოდა: ვითომ ზღვაზე ვართ.

ღმერთს რომ ვუყვარვარ სულ ვგრძნობ ამას. ახალგაზრდა ბიჭმა მანქანით დამარტყა, ერთი 20 მეტრი მოტომ იფრინა, ერთი 10 მე, ფეხზე წამოვხტი და მოტოს ვეცი, რამე ხომ არ ჭირს-თქო და ნაკაწრიც არ ჰქონდა, მხოლოდ ნოშკა გამეღუნა და დავმშვიდდი.

ავტობუსზე კეთილგანწყობა სად გამომადგა, მძღოლს სწრაფი რეაქცია ჰქონდა, არ გადამიარა. ამასობაში აკანკალებული მძღოლიც მომვარდა, ისე განიცდიდა, ჩხუბი ვეღარ დავუწყე. იმ წუთას ვერაფერს ვგრძნობდი, მერე ვიპოვე დაბეჟილობები.”