11 მაისი, 2019

მიხეილ ზაქარიაშვილს გაჩუმებას ურჩევენ

მიხეილ ზაქარიაშვილს გაჩუმებას ურჩევენმომღერალ მიხეილ ზაქარიაშვილს გაჩუმებას ურჩევენ.

როგორც ხელოვანი ამბობს, ბევრ მეგობარს მისი სიმართლე აღიზიანებს და ამის გამო რიყავენ:

“დენის, გაზის, წყლის გადასახადები გაიზარდა
პროდუქტი გაძვირდა
წამლები გაძვირდა
ბანკებმა გაანადგურეს ისედაც გარარიბებული მოსახლეობა
ბენზინი გაძვირდა
გაჭირვებულებს დახმარებები მოუხსნეს
უმუშევრობა გაიზარდა
შიმშილით იხოცება ხალხი
კრიმინალი გაიზარდა
კორუფცია გაიზარდა
ქვეყნიდან გარბის მოსახლეობა
ამას აღიარებს მსოფლიო და დღევანდელი ხელისუფლებაც…

და ჩემი სიმართლე გაღიზიანებთ, ამისათვის მრიყავთ, შე..ცი მე ასეთ მეგობრობას. ასეთი არავის სჭირდება თქვენნაირების გარდა, თქვენნაირებთან გვერდით დგომას, სიმარტოვე მიჯობს! ერთი იცოდეთ – ეგ ნამდვილად სულ არ მაღელვებს, არც ჩემი შემოქმედება და არც ჩემი გამძღარი ცხოვრება, არაფერი მე არ მაკლია, საჭმელიც მაქვს და სასმელიც არ მაკლია, ჩემი შრომით ორ ლუკმის შოვნას მაინც ვახერხებ, რომ ოჯახი გამოვკვებო. არაფერი არ მაკლია გარდა იმისა, რომ განვიცდი ჩემი ქვეყნის დაბეჩავებულ მდგომარეობაში ყურებას, მრცხვენია ჩვენი შვილების რომ ასეთ ქვეყანას ვუტოვებთ!

ჩამონათვალი კიდევ დიდია საკმარისია! კიდევ გავაგრძელო? ზოგიერთები პოლიტიკას დაანებე თავიო, პოლიტიკის მნიშვნელობაც არ იცით თქვეჩემისებო, წაიკითხეთ ერთი წიგნი მაინც, არც ერთი პარტიის წევრი არასოდეს არ ვყოფილვარ, არც არავისთვის ფული არ მომითხოვია ჩემი სიმართლისთვის. ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, მეც მეხება თქვეჩემისებო მეც, ჩემს ოჯახს და ჩემს ერს და თქვენ მეუბნებით გაჩერდიო?
კარგად ხართ თქვენ ხო? რა თქმა უნდა, კარგად ხართ ყველა მთავრობის ტრაკში ძვრებით რომ ოჯახები არჩინოთ ხო? მეც შემიძლია ამაზე ადვილი არაფერი არ არის, ამაგრამ არ მეკადრება ჩემნაირ კაცს, მამაჩემის და ჩემი წინაპრების წესიერ ოჯახში გაზრდილს თბილისელ კაცს ,,ხელმწიფის ნავში ჯდომა” არა!!! 53 წლის ვხდები და თქვენ მასწავლით ჭკუას რა უნდა ვთქვა და გავაკეთო? ჩემზე მეტი პატრიოტები და განათლებულები ხართ? არ დაიჯეროთ და თუ ხართ, მივესალმები!

ამ ყველაფრის ჩამოთვლის მერე კიდე მე ვერევი პოლიტიკაში თქვე ათას პარტიაზე გადამხტრებო, ჩემი სიმართლე გაღიზიანებთ ხო? მე ვღუპავ ქვეყანას არა? იმისტი ხარ, ამისტი ხარ ვერ გაარკვიეთ ხო? ქართველი ვარ ქართველი – არ არის საკმარისი თქვე სი.ებო? ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანმა თავის ერზე და სამშობლოზე იფიქროს უფულოდ, ფუ თქვენი ვაჭარი და ფუ თქვე მართლა იმისტებო თქვენა! მე თუ არა, ღმერთი მოგკითხავთ ყველაფერ იმას, რა უბედურებაშიც ხალხს ამყოფებთ. ამას ღმერთი არ შეგარჩენთ, ამისი ღრმად მწამს იმიტომ, რომ ცუდი მაგრამ მაინც მორწმუნე კაცი ვარ! ხვალინდელი ქათამი რომ გირჩევნიათ დღევანდელ კვერცხს, სწორედ ეგ კვერცხები შეგრჩებათ მალე ხელში!

მე კი წავალ ამ ქვეყნიდან გავქრები ისე, როგორც გაზაფხულზე თოვლში დარჩენილი გუნდა და შევუერთდები იმ ადამიანების სულებს, რომლებიც ამ ქვეყნის და ხალხის საუკეთესო მომავლისთვის იბრძოდნენ როგორც შეეძლოთ – ზოგი ხმლით, ზოგი წიგნით, ზოგი ცოდნით, ზოგი რწმენით და ზოგიც უბრალოდ ქართული ჯიგრით! აი, ასე მართალ ქართველებთან წავალ და ამისთვის ვცხოვრობ ამ წუთიერ სოფელში…”