16 მაისი, 2019

მედეა ჩახავა – მსახიობი, რომელიც მაყურებელს აჯადოებდა

მედეა ჩახავა - მსახიობი, რომელიც მაყურებელს აჯადოებდაკინოსა და თეატრის მსახიობის მედეა ჩახავას გახსენებისას მაყურებელს ყოველთვის მისი გამორჩეული სილამაზე, ეშხიანი გამოხედვა, საუბრის განსაკუთრებული მანერა და უნიჭიერესი შთამომავლობა ახსენდება.

რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი მედეა ჩახავას ძალიან მოკლედ, მაგრამ ზუსტად ახასიათებდა:

“მედეა ჩახავა – ცვილივით დამყოლი და ელასტიკური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით. მისი ქალურობა აჯადოებდა მაყურებელს, აიძულებდა, აღფრთოვანებულიყო და განეცადა. ეს დიდი ნიჭია.”