23 მაისი, 2019

ლია ბაგრატიონს ნამუშევარი გადაუგდეს

ლია ბაგრატიონს ნამუშევარი გადაუგდესლია ბაგრატიონს გალერეაში განთავსებული ნამუშევარი გადაუგდეს.

ინფორმაცია ამის შესახებ არტისტმა თავად გაავრცელა:

“გალერეაში დილით დამლაგებელმა ნამუშევარი გაგავა, იმიტომ რომ ნაგავი ეგონაო,” – მაინც გადაჭარბებული ნათქვამი მეგონა.

დილით მივედი იმ ადგილზე, სადაც ჩემი გამოუწვავი თიხის ნამუშევარი წინა საღამოს, ვერნისაჟზე, წყლის წვეთების ზემოქმედებით იშლებოდა. წესით, ღამის განმავლობაში დაშლის პროცესი გაგრძელდებოდა და, სავარაუდოდ, პედესტალიდანაც ჩამოიყრებოდა იატაკზე. მერე მე მივიდოდი, ამ ამბავს ფოტოთი დავადოკუმენტებდი და ნამუშევარიც დასრულდებოდა.

ხოდა, როგორც უკვე გითხარით, მივედი, შევედი საგამოფენო სივრცეში და ჩემი ნამუშევრის კვალიც აღარ დამხვდა. რომ მოვიკითხე, გაირკვა რომ დამლაგებელს ნაგავი ეგონა და მოგავა და გაიტანაო.

გატანით კი გაიტანა, მაგრამ ნაგავი ემძიმა და მუშას სთხოვა, შენ გადააგდეო. მუშას გადაგდება დაეზარა და იქვე შეინახა სამუშაო დღის დამთავრებამდე. შინ რომ წავალ, თან გავიყოლებო.

გაუმარჯოს სიზარმაცეს! ამან გადაარჩინა ჩემი თეთრი, ძვირფასი თიხა!

“ნივთიერებები და ელემენტები” – ასე ჰქვია ამ ნამუშევარს.”

https://www.facebook.com/lia.bagrationi/videos/10156953660123673/