4 მაისი, 2019

“კინო რუსთაველის ისტორიული ფასადის დემონტაჟი დაიწყო!”

"კინო რუსთაველის ისტორიული ფასადის დემონტაჟი დაიწყო!"ინფორმაციას კინო რუსთაველის ისტორიული ფასადის დემონტაჟის დაწყების შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია ავრცელებს:

“კინო რუსთაველის ისტორიული ფასადის დემონტაჟი დაიწყო! კიდევ ერთხელ, ჩვენს თვალწინ უპასუხისმგებლო პოლიტიკა მთაწმინდის უნიკალურ ძეგლს მოსპობით ემუქრება!

კინო “რუსთაველის“ ძეგლი მაღალი ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ღირებლების მატარებელია. ის უნიკალურ სტილს – ე.წ. პოსტკონსტრუქტივიზმს წარმოადგენს, რომლის ნიმუშიც ქალაქში სულ რამოდენიმეღა შემოგვრჩა!

ჩვენ არ დავუშვებთ ამ ძეგლის მოსპობას! 1939 წლიდან მოყოლებული, ისტორიულად აქ მუდამ იყო კინოთეატრი. ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ შენარჩუნდეს ძეგლის უნიკალური არქიტექტურული სტილი და ფუნქციური დანიშნულება.

13:00 საათზე, „კინო რუსთაველის“ შენობის წინ, მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია, საინიციატივო ჯგუფი და ურბანული აქტივისტები გააპროტესტებენ ძეგლის მოსპობის მცდელობას და გამოვლენ ინიციატივით კინოთეატრის ალტერნატიული განვითარების შესახებ.

მოვუწოდებთ მთაწმინდელებს, სოლოლაკელებსა და ყველა მოქალაქეს, შემოგვიერთდეს კინოთეატრის დასაცავად!”

"კინო რუსთაველის ისტორიული ფასადის დემონტაჟი დაიწყო!"

"კინო რუსთაველის ისტორიული ფასადის დემონტაჟი დაიწყო!"