2 მაისი, 2019

ჯემალ ქარჩხაძის აღსარება

ჯემალ ქარჩხაძის აღსარებაალბათ არ მოიძებნება მკითხველი, რომელიც იტყვის, რომ მწერალ ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება ცენზურის მსხვეპრლი გახდა.

ამის დასტურია ამონარიდი მისი პუბლიცისტიკიდან, რომელსაც “არტიფნო” გთავაზობთ:

“ცენზურა ყველგან იყო – ტვინში, სულში, ძარღვებში, ჰაერში. ამგვარი ატმოსფერო ეპოქის დაღი იყო და ეს დაღი ეპოქას პიროვნების კულტმა დაასვა.

მალე გამოირკვა, რომ ვინც შეთქმულებას ვერ შეეგუებოდა და გული სიმართლისკენ გაუწევდა, შემოქმედებითი ნიჭის გარდა სხვა ნიჭიც უნდა გამოეჩინა: შენიღბვის ნიჭი, უჩინარი ბილიკებით სიარულის ნიჭი.

პირადად ჩემზე ერთი შემიძლია ვთქვა: ყოველთვის ვერ დამიწერია ის, რისი დაწერაც მინდოდა, მაგრამ არასოდეს დამიწერია ის, რისი დაწერაც არ მინდოდა.”