გთხოვთ, ვილოცოთ ინგა ფერაძისთვის!

გთხოვთ ვილოცოთ ინგა ფერაძისთვის!მომღერალ ინგა ფერაძისთვის მისი უახლოესი მეგობარი ყველას ლოცვას სთხოვს:

“ჩვენი ლეგენდარული ინგა ფერაძე შეუძლოდაა. გთხოვთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს ადამიანი, ვილოცოთ მისთვის, რომ მალე გამოჯანმრთელდეს.

ჩემო ტკბილო და გემრიელო ინგავ, საოცარი სულის ქალბატონო, სიკეთით სავსევ, ხელაპყრობილი და მუხლებზე დაჩოქილი შევთხოვ განგებას, რომ მალე გამოჯანმრთელდე და დაბრუნდე ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში. უფალი შეგეწიოს. საოცრად მიყვარხარ.

დაეცა სახლში, თავი დაარტყა და ჩაქცევა მოუვიდა. საავადმყოფოშია. ბრიუსელში.”