7 მაისი, 2019

გინახავთ ნინო ანანიაშვილი პოდიუმზე?

გინახავთ ნინო ანანიაშვილი პოდიუმზე?ბალერინა ნინო ანანიაშვილი საბალეტო სცენიდან პოდიუმზე აღმოჩნდა.

დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა თავისი ახალი კოლექციის ჩვენება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მოაწყო.

დათუნას ჩვენებაში საბალეტო დასმა მიიღო მონაწილეობა. მოცეკვავეებმა კოლექცია პიაცოლას მუსიკის ფონზე წარმოადგინეს.

დიზაინერის უახლესი კოლექციის ჩვენება კი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილმა დახურა.