12 მაისი, 2019

ღვთისმშობლის წილხვდომობის დღეს წასაკითხი

ღვთისმშობლის წილხვდომობის დღეს წასაკითხი12 მაისს საქართველოში ღვთისმშობლის წილხვდომობის დღე აღინიშნება.

პროდიუსერი ქეთევან სადღობელაშვილი ამ დღესთან დაკავშირებით დრამატურგ დევი ივანოვ-ჩიქოვანის ისტორიას იხსენებს:

“არაჩვეულებრივი ადამიანი, ნიჭიერი დრამატურგი, უბადლო იუმორის პატრონი და ასევე უბადლო მთხრობელი დევი ივანოვ-ჩიქოვანი, განუმეორებელი ქუთაისური აქცენტით ყვებოდა (ანუ, ყობოდა) ხოლმე:

ქრისტემ რო გეიგო, ხვთიშობელს ქართული მიწა ერგო საპატრონოდ, გადეირია – იმ გიჟებში რაფრა გავაგზანო დედაჩემიო. ადგა და მიაძინაო.

იწილხვდომილეთ, აწი!”