განმარტება ოთო ნემსაძის ცეკვაზე

განმარტება ოთო ნემსაძის ცეკვაზე“ევროვიზია 2019”-სთვის ოთო ნემსაძის მიერ შესრულებულ ცეკვას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

“არტინფო” გთავაზობთ განმარტებას ქართული კონურსანტის ცეკვაზე:

“ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 2019 წლის კონკურსის სლოგანია “გაბედე ოცნება”, ხოლო საიმიჯო ვიდეორგოლების – “გაბედე ცეკვა”.

მასპინძელი ტელეკომპანია “კანის” გადაწყვეტილებით, პოსტქარდების თემად ცეკვა და გადასაღებ მოედნად ისრაელის 41 სხვადასხვა ადგილი შეირჩა.

ქართველი კონკურსანტის, ოთო ნემსაძის საიმიჯო ვიდეორგოლი გადაღებულია ისრაელში, ქალაქ აკოში.

პოსტქარდების თემატიკას, ჩაწერის ადგილსა და გადაღების პროცესს ორგანიზებას ევროპის მაუწყებელთა კავშირი და კონკურსის მასპინძელი ტელეკომპანია უწევს.”