22 მაისი, 2019

ევგენი მიქელაძის როიალს ქეთევან კიკნაძე აჩუქებს

ევგენი მიქელაძის როიალს ქეთევან კიკნაძე აჩუქებსდირიჟორ ევგენი მიქელაძის როიალს მსახიობი ქეთევან კიკნაძე აჩუქებს. მაესტრო, რომელიც გიგა ლორთქიფანიძის ბიძა იყო, საქართველოში პირველი ორკესტრის ჩამომყალიბებლად ითვლება:

“საქართველოში პირველი ორკესტრის ჩამომყალიბებელი, დირიჟორი ევგენი (ჟენია) მიქელაძე იყო გიგას ბიძა. გვაქვს მისი როიალი, გერმანული “შრედერი”, ეს არის უნიკალური ნივთი, ანტიკვარი.

ვჩუქნი ოპერას, ან ევგენი მიქელაძის ორკესტრს, ან მუსიკალურ სკოლას მიქელაძისას. მსურველი გამომეხმაუროს. საკუთარი სახსრებით გადატანით – ეს სამუზეუმო ნივთია.”