ერეკლე მეფის ერთგული მოხელის გიორგი ვეზირიშვილის საინტერესო ისტორია

ერეკლე მეფის ერთგული მოხელის გიორგი ვეზირიშვილის საინტერესო ისტორიაერეკლე მეფის ერთგული მოხელის გიორგი ვეზირიშვილის საინტერესო ისტორიას რუსიკო სტურუა გვიზიარებს:

“მე არ ვიცოდი…

1856 წელს ერეკლე მეორის ერთგული მოხელისა და კრწანისის ომის გმირის გიორგი ვეზირიშვილის შვილიშვილმა დიმიტრი ვეზირიშვილმა ცოლად შეირთო ბარბალე მელიტონის ასული ბარათაშვილი (ნიკოლოზ ბარათაშვილის და) და ისინი სოფელ ოსიაურში დასახლდნენ, რომელიც ვეზირიშვილებს ეკუთვნოდათ. სწორედ ოსიაურშია დაკრძალული მელიტონ ბარათაშვილი, რომელმაც შვილისა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავი სიძე-ქალიშვილს სოფელ ოსიაურში შეაფარა.

ბარბალესა და დიმიტრის სამი შვილი შეეძინათ: ნინო, გიორგი და ელისაბედი.

ნინო ცოლად გაჰყვა ვასილ გიორგის ძე მაჩაბელს. ივანე მაჩაბლის ძმას. ისინი თამარაშენში ცხოვრობდნენ. ნინო მალევე გარდაიცვალა. იგი მძიმე სენმა (ხოლერა) იმსხვერპლა. ვასო მაჩაბელსა და ნინო ვეზირიშვილს ერთი ვაჟი დარჩათ, გიორგი მაჩაბელი. ეს ის გიორგია, ემიგრაციაში სუნამოების კომპანია რომ დააარსა და მას ,,პრინცი მაჩაბელი“ უწოდეს.

დიმიტრის და ბარბარეს შვილმა გიორგიმ დიდი წვლილი შეიტანა გენიოსი ბიძის ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციასა და 1915 წელს პოეტის თხზულებათა პირველი გამოცემის საქმეში.

გიორგის ქალიშვილი ქეთევანი კი ცოლად გაჰყვა ბაქოში მცხოვრებ ნავთის მრეწველს მირზა კასიმოვს. მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი – ადელაიდა და ჯეირანი. ადელაიდა თბილისში დაიბადა და ცოლად გაჰყვა ცნობილ აზერბაიჯანელ კომპოზიტორს მურთუზ მამედოვს. სწორედ ადელაიდა კასიმოვასა და მურთუზ მამედოვის შვილი გახლავთ ცნობილი მომღერალი ფოლად ბულ-ბულ ოღლი…

სხვათაშორის ადელაიდამ და მურთუზმა თბილისში გაიცნეს ერთმანეთი.

მოკლედ ფოლადი ბარბალე ბარათაშვილის შვილთაშვილის შვილია. ცოტა კი ჩახლართული ისტორიაა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ ფოლად ბულ-ბულ ოღლის ფესვები, დედის მხრიდან, ვეზირიშვილებსა და ბარათაშვილებთანაა დაკავშირებული.”

ერეკლე მეფის ერთგული მოხელის გიორგი ვეზირიშვილის საინტერესო ისტორია