ელენე ახვლედიანის შემოქმედებას აყალბებენ

ელენე ახვლედიანის შემოქმედებას აყალბებენცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის შემოქმედებას აყალბებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი ლევან თაქთაქიშვილი ავრცელებს.

განმარტების გაკეთების აუცილებლობა კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ინტერნეტში გამოჩნდა ელენე ახვლედიანის მიერ ნიკო ფიროსმანაშვილის “დახატული” ნახატი წარწერით: ”აი, ეს არის ნიკო ფიროსმანის პორტრეტი შესრულებული ელენე ახვლედიანის მიერ 1922 წელს. მე მგონი კომენტარი ზედმეტია!”

ლევან თაქთაქიშვილი:

”აზრზე მოდით, ძმებო და მეგობრებო, თბილისში მოქმედებს ყალბისმქმნელთა ბრიგადა. აღარ არის ლაპარაკი ფიროსმანის ყალბი სურათების კეთებაზე, მელიაშვილსაც რომ გააკეთებ? ყველანაირ ფანტაზიას მიმართავენ.

ესეც ახვლედიანის სიყალბე. ესეც მაგალითი. ჯერ ნახეთ ორიგინალი და მერე ილაპარაკეთ. ფოტოდანაა გაკეთებული, ფოტო სამოციან წლებში “აღმოაჩინეს”. თვით ფოტოზე ფიროსმანის ან არის, ან არა.

მეორე ეჭვი: სად იყო ეს ფოტო აქამდე და წელი 1922 რატომ დააწერეს? ფასი მეტი რომ იყოს! რატომ უფრო ადრინდელი არ დააწერეს? რეკლამა კეთდება რომ შემდგომ ვიღაცას შეატენონ.

თან დაუწერია ელენე ახვლედიანს რომ ეს ფიროსმანაშვილია, ზედვე ჩანახატზე. დავაი რა! მანახეთ ასეთივე ღია ჩანახატი, წინ პოიასნიწელნი აღწერით სხვა ნახატი ახვლედიანისა.”