ელდარ შენგელაია: “ყველაფერს აქვს საზღვარი!”

ელდარ შენგელაია: "ყველაფერს აქვს საზღვარი!"კინორეჟისორი ელდარ შენგელაია კოლეგებს აფრთხილებს და საქართველოს კინოაკადემიაში დაწყებულ აჟიოტაჟს ვრცელი წერილით პასუხობს.

86 წლის რეჟისორმა პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოს კინოაკადემიის გამგეობის წევრობა და კინოაკადემიიდანაც გავიდა.

ელდარ შენგელაიამ კოლეგებს სპეციალური წერილიც მიმართა, სადაც განაცხადა, რომ იძულებულია თავად დაიცვას საკუთარი ღირსება:

“ყველაფერს აქვს საზღვარი… მათ შორის – ჩემს მოთმინებასაც… ამიტომ, დღეს გადავწყვიტე ჩემი ღირსება თავად დავიცვა, რადგან ეს სხვამ არავინ გააკეთა,” – ასე იწყებს თავის წერილს რეჟისორი და იმ 36-წლიან პერიოდზე საუბრობს, რომელიც მან კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში განვლო.
“ეს გახლავთ ჩემი, როგორც კინოაკადემიის წევრის ბოლო მიმართვა, რადგან დღეიდან, პროტესტის ნიშნად, ვტოვებ გამგეობას და საერთოდ, გავდივარ კინოაკადემიიდან. ამასთანავე, სრული კატეგორიულობით ვაცხადებ, თუ კიდევ ერთხელ ვინმე, ჩემი პირადი სიძულვილის გამო, უდიერად მოიხსენიებს ჩემს სახელს, მოვთხოვ პასუხს სამართლებრივად!” – ეს კი წერილის ფინალია, რომელსაც სრულად “არტიფნო” გთავაზობთ:

ელდარ შენგელაია: "ყველაფერს აქვს საზღვარი!"

ელდარ შენგელაია: "ყველაფერს აქვს საზღვარი!"

ელდარ შენგელაია: "ყველაფერს აქვს საზღვარი!"

ელდარ შენგელაია: "ყველაფერს აქვს საზღვარი!"