“დიდების მემორიალი”, რომელიც აღარ არსებობს

"დიდების მემორიალი", რომელიც აღარ არსებობს“დიდების მემორიალი” – ასე ეწოდებოდა მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ დამზადებულ მემორიალს, რომელიც ქუთაისში იყო განთავსებული.

მემორიალი, სამწუხაროდ, აღარ არსებობს, რადგან იგი წინა ხელისუფლებამ ააფეთქა.

რეზო კლდიაშვილი, დრამატურგი:

“გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!

არ ამომდის თვალებიდან, ეს ძეგლი “დიდების მემორიალი” როგორ წაიქცა “ჩვენებური” ფაშისტებისგან ნასროლით, აფეთქებით – ძეგლს ღირსება მაშინაც არ დაუკარგავს, როცა ძალიან უჭირდა, ისევ ჩვენ გვდარდობდა – რა დიდებულად წაიქცა თუ გახსოვთ!

ქუთაისი – პატარა ვიყავი, ქუჩაში ბებიას ასაკოვანი ქალი მიესალმა, მოიკითხა, მეც მომეფერა, რომ დაგვშორდა ვკითხე ბებიას, რა ჭირს ამ ქალს ხელზე-მეთქი. ბებიამ მითხრა, ხელი აქვს გამხმარიო. მომიშორა, არ უნდოდა გაგრძელება. გაოცებულმა ვკითხე, ხელი რამ გაუხმო მეთქი. ჩვენ სოფელში, ოფჩაში ღვთისმშობლის ეკლესიიდან ამ ქალის დედამ და ერთმა ყმაწვილმა ჯვარი ჩამოაგდეს. იმ ტაძრის მღვდელი კიდევ ჩემი ბაბუა იყო, რომელმაც ინერვიულა და იმ საღამოს გარდაიცვალაო.”