11 მაისი, 2019

დათუნა ლაზარიშვილი ჯექსონის ახალ წიგნში

დათუნა ლაზარიშვილი ჯექსონის ახალ წიგნშიმომღერალი დათუნა ლაზარიშვილი პოპის მეფის მაიკლ ჯექსონისადმი მიძღვნილ ახალ წიგნში შეიყვანეს.

ამის მიზეზი დათუნას მიერ ”x ფაქტორში” ჯექსონის ჰიტის “Earth Song” უძლიერესი შესრულება გახდა.

ინფორმაცია ამის შესახებ თინიკო ლაზარიშვილი-დანიბეგაშვილმა გაავრცელა:

“დღეს მაცნობეს, რომ მაიკლ ჯეკსონის შემოქმედებაზე ამერიკაში გამოდის ახალი წიგნი!

სადაც მსოფლიო ბავშვებს შორის, ვინც შეასრულა ჯექსონის სიმღერები, ყველაზე საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს დათუნა ლაზარიშვილი!

გილოცავ, ჩემო საყვარელო! ეს დიდი პატივია და შენ ამას იმსახურებ! მიყვარხარ!”