5 მაისი, 2019

ჩამოერთვათ “შვიდკაცას” წევრებს ჩოხის ტარების უფლება!

ჩამოერთვათ "შვიდკაცას" წევრებს ჩოხის ტარების უფლება! ანსამბლ “შვიდკაცას” წევრებს ჩოხის ტარების უფლება აღარ აქვს, – ამ განცხადებას ლია რუსიაშვილი აკეთებს. ასეთი მკვეთრი განცხადების გაკეთების მიზეზი კი, 17 მაისს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ გალაკონცერტში მონაწილეობაზე მომღერლების უარი გახდა:

“შვიდკაცას” წევრებს მორალური უფლება აღარ აქვთ ჩოხის ტარებისა! ვურჩევთ, რომ იფიქრონ სხვა ფორმის ჩაცმაზე, ვთქვათ, შორტებზე და შვიდფერა მაისურზე.

თუმცა, აქ ვინღა მოუსმენს მათ სიმღერას, საკითხავი ესეცაა… სავარაუდოდ, აწი რიო-დე-ჟანეიროს კარნავალზე თუ იმღერებენ.”

პ.ს. როგორც “არტ ინფომ” გაარკვია, ანსამბლ “შვიდკაცას” 17 მაისს კონცერტი ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში აქვს დაგეგმილი.

ჩამოერთვათ "შვიდკაცას" წევრებს ჩოხის ტარების უფლება!