30 მაისი, 2019

ბოთლის თავსახურის ფორმის საყურე დემნა გვასალიასგან

ბოთლის თავსახურის ფორმის საყურე დემნა გვასალიასგანდემნა გვასალიასგან დიდი ხანია მოულოდნელი სიურპრიზები აღარავის უკვირს. ქართველები თითქმის შეთანხმდნენ იმაზე, რომ დემნა მსოფლიოს კარგად აბოლებს.

ამის დასტურია მის კოლექციაში არსებული ჩვენი ბებიების დროინდელი ჩანთები, მანქანის საფენებისგან შექმნილი კაბები, ახლა კი ბოთლის თავსახურის ფორმის საყურეები.

ბალენსიაგა ბოთლის თავსახურის ფორმის საყურე 447 ევროდ ყიდის. სამკაული ვებგვერდზე brownsfashion.com ოფიციალურად იყიდება.

თავსახურის ფორმის მრგვალ ცისფერ საყურეს შიგნითაც და გარეთაც ბალენსიაგა აწერია.

მსგავსი სიახლე დემნასგან არავის გაკვირვებია, რადგან ქართველი დიზაინერს ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს. შარშან მან აქსესუარების საუკეთესო დიზაინერის პრიზიც მიიღო.