ასეთია ღვთისმშობლის ხატის შარჟი

ასეთია ღვთისმშობლის ხატის შარჟიყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ყრმა იესოს ხატი გააშარჟეს.

გაშარჟებული ხატის ფოტო პეტრე კოლხმა გაავრცელა და რელიგიური შეურაცხჰოფის ერთმანეთზე შურისძიება დაგმო:

“ამას რა ჰქვია… რას ნიშნავს ეს მდგომარეობა… სადამდე უნდა დავეცეთ, რომ ერთმანეთზე შური რელიგიური შეურაცხყოფებით ვიძიოთ?!

ეს ხომ არის იმ ადამიანების უფლებების დარღვევა, ვისთვისაც სარწმუნოება ყველაფერზე ღირებულია…

ფსევდოლიბერალები როცა საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ, თავად რატომ ავიწყდებათ, რომ სხვის უფლებებს უხეშად არღვევენ?!

ეს მდგომარეობა ხომ ფსიქიკური აშლილობის უკიდურესი ფორმაა!..
ისევ საკუთარ თავს უმზადებენ განსაცდელს…
არავის მოეთხოვება იძულებით, იყოს ეკლესიური, მაგრამ პროტესტის ეს ფორმა უკვე ჯოჯოხეთია!”