მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მეტროპოლიტენ ოპერის შემსრულებელთა საუკეთესო ათეულში მოხვდა.
გამოცემა operawire.com-მა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო შემსრულებლები დაასახელა.
როგორც გამოცემა წერს, 2018-19 წლების სეზონი მეტროპოლიტენ ოპერაში ანიტას კარიერაში საუკეთესო სეზონი იყო.
ქართველმა მეცომ საოპერო სეზონის განმავლობაში სამი განუმეორებელი როლი შექმნა და ყოველი ახალი ნამუშევარი მის საშემსრულებლო კარიერაში ერთიმეორეზე უკეთესი იყო.