6 მაისი, 2019

ალეკო შუღლაძე: “ხელს ნუ გვიშლით!”

ალეკო შუღლაძე: "ხელს ნუ გვიშლით!"ლიტერატურული პრემია “საბას” მფლობელი მწერალი ალეკო შუღლაძე წიგნის ეროვნული ცენტრის სხვა დაწესებულებებთან შერწყმას აპროტესტებს:

“წიგნის ეროვნული ცენტრის სხვა დაწესებულებებთან შერწყმა არაფრით არ გამოვა. თან აქ ეშმაკობას აქვს ადგილი – ეტყობა მომავალში ცენტრის გაუქმებაა დაგეგმილი. ეს არის მავნებლობა. წიგნის ცენტრის გაუქმება არის დანაშაული მიმართული ქართული ლიტერატურის წინააღმდეგ.

პროტესტს ვაცხადებ! პროტესტს ვაცხადებ!

შევხვდეთ იმას, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს და შევაგნებინოთ, რომ ჩვენს საქმეში ცხვირს ნუ ჰყოფს!

ყელში ამოვიდნენ! თავიანთი სულელური საქციელით ყელში ამოვიდნენ!

არც ჩემი „გადამალვა“ და არც ჩემი მეგობრების წიგნები არ ითარგმნებოდა არც გერმანულად და არც ინგლისურად, რომ არა წიგნის ცენტრი.

გვაცალეთ ცხოვრება! ხელს ნუ გვიშლით! ნუ მავნებლობთ!

აქციების და მიტინგების დრო მოვიდა ისევ!”