აჩიკო ნიჟარაძე: “გასაგებად გავაკეთე კომენტარი”

აჩიკო ნიჟარაძე: "გასაგებად გავაკეთე კომენტარი"მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე აცხადებს, რომ მან ყველასთვის გასაგებად გააკეთა კომენტარი 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით:

“რაც შეეხება 17 მაისის კონცერტს, მე ყველასთვის გასაგებად გავაკეთე კომენტარი, თუ რა მიზეზით ვერ ვღებულობ მონაწილეობას კონცერტში.

ერთი თვით ადრე დაიგეგმა გორში ჩემი კონცერტი, რომელიც ემთხვევა 17 მაისს. ამის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ საპატრიარქოს კონცერტის ორგანიზატორები. მოხდა ტექნიკური შეცდომა და ჩემი სახელი და გვარი შეიტანეს აფიშაში.

სწორედ ამის გამო, ორგანოზატორებმა გააკეთეს განცხადება და საზოგადოებას ბოდიში მოუხადეს.”