23 აპრილი, 2019

ზვიად რატიანი ევროპის საუკეთესო პოეტების ნუსხაშია

ზვიად რატიანი ევროპის საუკეთესო პოეტების ნუსხაშიაქართველი პოეტი ზვიად რატიანი ევროპის საუკეთესო პოეტების ნუსხაში მოხვდა.

“ევროპელი პოეტები თავისუფლებისათვის” – ასე ეწოდება საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიას, რომლის ნომინანტიც ქართველი პოეტი გახდა.

ჟიური მწერლებით, პოეტებით და კრიტიკოსებით არის დაკომპლექტებული და მას პოლონელი პოეტი ქშიშტოფ ჩიჟევსკი ხელმძღვანელობს.

ევროპული ქვეყნიდან შერჩეულ 8 პოეტს შორის საქართველოდან ავსტრიაში წასული ზვიად რატიანიც მოხვდა. ქართველ პოეტთან ერთად, გამარჯვებისთვის იბრძოლებენ პოეტები ლატვიიდან, მონტენეგროდან, ირლანდიიდან, ბოსნია ჰერცოგოვინადან, ლიტვიდან, ლუქსემბურგიდან და მალტადან.

დაჯილდოება მომავალი წლის მარტში გდანსკში გაიმართება.