30 აპრილი, 2019

ვინ არის მხატვარი, ვის გამოც სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკეს

ვინ არის მხატვარი, ვის გამოც სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკესსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მხატვარ ფელიქს ვარლამიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო, გააკრიტიკეს.

ისტორიკოსმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა ფეისბუქის ერთ-ერთ გვერდზე “ხელოვნება და ისტორიკოსები” გააზიარა ინფორმაცია ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებთან დაკავშირებით.

როგორც ინფორმაციის ავტორმა განმარტა, ეს ნამუშევრები ბოლო 20 წლის განმავლობაში შეიკრიბა და ისინი ან ებაიზეა შეძენილი ან სხვადასხვა ბაზრობებზე.

ფელიქს ვარლამიშვილი ან უბრალოდ “ვარლა” ქუთაისელი მხატვარი იყო. მან თბილისში დაამთავრა სამხატვრო აკადემია. ფელიქსი ემიგრანტი იყო და პარიზში ცხოვრობდა. მისი ნამუშევრები იფინებოდა არგენტინაში, საფრანგეთში, ბელგიაში, იაპონიაში, ამერიკაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მხატვარი ლევილის ქართველთა სასაფლაოზეა დაკრძალული.

საქართველოს პრეზიდენტმა გავრცელებული ინფორმაცია გააზიარა და ასეთი კომენტარი დაწერა:
“ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ.”

ისტორიკოსმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა კი საქართველოს პრეზიდენტს აუხსნა, რომ ფელიქს ვალრამიშვილს რუსებიც კი ქართველ მხატვარს უწოდებენ.

ვინ არის მხატვარი, ვის გამოც სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკეს

ვინ არის მხატვარი, ვის გამოც სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკეს

ვინ არის მხატვარი, ვის გამოც სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკეს