11 აპრილი, 2019

“ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” – “ვიდეოც სირცხვილია და ნამღერიც!”

"ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" - "ვიდეოც სირცხვილია და ნამღერიც!"ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ ახლებურად ჩაიწერა. მის ახლებურ ვერსიაში 25-მა მამაკაცმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა და საზოგადოების კრიტიკაც დაიმსახურა:

ნიკა გვარამია, “რუსთავი 2”-ის დირექტორი:

“უკლასო ზეუბედურება. როგორ შეიძლებოდა ამ სიმღერის კონტექსტიდან გატანა?! სრული კატასროფა სიმღერისაც და პოზიტიური მეხსიერებისაც.”

მარიამ ჯანჯღავა, მომღერალი:

“ეს რა არის?! რა უჰუ იეიე? არაფერი არ გვეშველება! არაფერი! არასდროს! ამ სიმღერაში მაინც! აჩი ფურცელაძე! სირცხვილია! ძალიან დიდი სირცხვილია! ეს ვიდეოც სირცხვილია და ნამღერიც სირცხვილია!”

ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი:

“ვაიმე! დავიჯერო, რომ მართლა ასეთ უბედურ დღეშია ქართული ესტრადა? ვიღაცეები წერენ – ხომ ხვდებით, რომ მხოლოდ მამაკაცებს არ უნდა ემღერათო?

არა! მე ამის ნახვის შემდეგ პირიქით, ბოლომდე დავეთანხმე ბატონ ჯემალ სეფიაშვილს! მამაკაცების ამ წივილ-კივილს და გაჭაჭვას რომ კიდევ ქალების ჭინთვა-წიკვინი დამატებოდა სულ შევიშლებოდი ბოლომდე!

ბოდიში, მაესტრო, მაგრამ ეს 30 წლის წინანდელი შედევრის მეათასედიც არ არის… სამწუხაროდ!”

თამუნა მუსერიძე, წამყვანი:

“მიშა რომ პრეზიდენტი ყოფილიყო: მომღერლებზე ადრე ავარდებოდა სცენაზე, ცრემლიანი თვალებით იმღერებდა მათთან ერთად, სიმღერის დასრულების მერე ისეთ სფიჩს მოარტყავდა, მარტო თვითონ კი არა, დარბაზსაც მოკლავდა ტირილით, ზეპირად (!) ჩამოთვლიდა ყველა გარდაცვლილის სახელს, გვარს, ასაკს, ბიოგრაფიას, გარდაცვლილის მშობლებს სცენაზე აიყვანდა და ღირსების ორდენების (ოცდამეათედ) გადასცემდა, სკოლებში სავალდებულო სწავლებად 9 აპრილის ისტორიას შემოიღებდა.”

დავით კოვზირიძე, წამყვანი:

“შავი ხვრელის ვიდეო!”

ერეკლე დეისაძე, მომღერალი:

“ყველას სიყვარულში გიტყდებით”
,,გლოცავთ და მიშრება ყელი”
,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი”
ქართული გეი ჰიმნი დაიდო.”

მაია დარსმელიძე, მომღერალი:

”შეგნებულად არ ვუყურე აქამდე, ჩემთვის დამახასიათებელი “ნეგატიურ-აგრესიულ-შურგაზავებულ-ბოღმიანი” პოსტი რომ არ გამომეცხო, მარა დამიჭირეს და ძალით მაყურებინეს…

ხოდა…. მომიტევეთ, მარა უნდა ვთქვა, რომ სრული ფიზდეცია ეს განახლებული ტიტების ახალხედვური და ახალდუხური პროჯექტი.”

მალხაზ ხარბედია, მწერალი:

“რამდენჯერ უნდა დავწერო. მხოლოდ .ლეობაა უკვდავი ჩვენთან, ეს ჩაცმულ–დახურული ნაგავი. ბიოდეგრადირებად პარლამენტარებზეც მაგიტომ ვიკითხე ამასწინათ, რომ მაქვს იმედი, ერთხელაც გაიხრწნებიან და კარგ, სასარგებლო ნეშომპალას მოგვცემენ. სანამ კომპოსტის ფილოსოფიას ვერ გაიგებთ, სულ აესეთები იქნებით, ყველაფერში. ათამაშეთ ეხა ეგ კამერა მიზუმეთ და მოზუმეთ სირობებზე.

დაბლარეთ წარსული, აწმყო და მომავალი. ეს ერთუჯრედიანი პრიმიტოვები, ძვირფასი ტექნიკით შეიარაღებულები.”

თათია პაქსაშვილი, ჟურნალისტი:

“ასოციაციურად გეი აღლუმისკენ წავედი… როგორ უნდა მოახერხო და გააუპატიურო სიმღერა, რომელიც ისტორიის კუთვნილებად იქცა?”

მანანა დოიაშვილი, დრამატურგი:

“რომელმა ზე-ქვე ბრძენმა მოიფიქრა, რომ ეს, ასეთ ისტორიულ ეროვნულ ტრაგედიასთან ასოცირებული სიმღერა – მხოლოდ კაცებს უნდა ემღერათ?
რატომ?

ქალები არ დაიღუპნენ იმ ავბედით დღეს, თუ ქალი მომღერლები აღარ გვყავს?
მაშინ ემღერათ პირდაპირ – სვანური ზარი!

თუმცა, რა მიკვირს – თამარ ჭოველიძე და ეკა ბეჟანიშვილი – საერთოდ არ გახსენებია, ასევე ქალ პრეზიდენტს – მადამ სალომეს.”

მაია მესტუმრე, ორგანიზაცია “რადარამის” წარმომადგენელი:

“იმედმა გაუშვა “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”, რაც პირველმა არხმა არ იკადრა, იმედმა იკადრა და მეტიც, ჯერ გაუშვა სიუჟეტი, სადაც ახალგაზრდების უმრავლესობამ ვითომ არ იცის 9 აპრილის მნიშვნელობა და მერე ეს გაბანძებული სიმღერა მხოლოდ კაცების შესრულებით.

ჩემი თაობა 9 აპრილის წიგნთან, მოგონებებთან და კადრებთან ერთად გაიზარდა, ჩემი თაობა პირველია, ვინც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა. ზუსტად 27 წელია, რაც მე და ჩემი ქვეყანა ერთად დავიბადეთ და ვიზრდებით. ძალიან დიდი მადლობა დედაჩემს და ყველა ადამიანს, ვინც 9 აპრილით და მთელი იმდროინდელი პროცესებით თავისუფლება მოგვიტანა და მოგვცა შანსი დამოუკიდებელ საქართველოში გვეცხოვრა. მე მჯერა ჩემი თაობის და თავისუფლების.

ერთადერთი, ვინც ხელს გვიშლის წინსვლაში, ზუსტად ის ადამიანები არიან, ვინც მომავალ თაობას სულ შიშით უყურებს და რაღაცეების არცოდნას და დავიწყებას აბრალებს. მჯერა, რომ ახსოვს და ზუსტად იცის ჩემმა თაობამ, რომ 9 აპრილს დაღუპულთა უმრავლესობა ქალი იყო და აცნობიერებს, რომ მხოლოდ კაცების სიმღერით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს თავისუფლებისთვის დაღუპულ ქალებს. ხმა დაუკარგეს ქალებს, რომლებმაც თავისუფლება მოგვიტანეს.

მეჩითოვზე ნაკლები დანაშაული არ ჩაუდენია ამ 25 იდიოტს და ჯემალ სეფიაშვილს, მაგრამ ისევ მარტო ჩვენ ბაბლში ვწერთ ამაზე.

მე მრცხვენია, რომ 30 წლის განმავლობაში ვერაფრით გავიზარდეთ.”

მაიკო კაჭკაჭიშვილი, კომპოზიტორი:

“მოკლედ ეხლა გავიგე რომ კრიტიკის ქარცეცხლში გაგიტარებიათ ჩვენი მამრი მომღერლები!
სულ მაინტერესებდა, რამდენი ბიჭი გვყავდა მომღერალი და ვიხსენებდი ძალიან ცოტას.
ზოგადად მამაკაცი დეფიციტია, ვიდრე ქალი, ეს სტატისტიკა რომ მართალია, კარგად ვიცით…

ამ სიმღერაში ტრაგედია არ აუსახავთ! ტრაგედიაზე 30 წლის წინ იმღერეს და დღესაც მეტირება ძველ ჩანაწერზე, ახალი ჭრილობა იყო და ეტყობა კიდეც ნამღერის ხასიათს! ეხლა გადმოგვცეს, რომ ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული და მშვიდობა! ასეთი გასალანძღი რა უპოვეთ?

მე მუსიკოსი ვარ და როგორც ყველა მუსიკოსი იტყოდა, რაღაცეებს შევცვლიდი კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს ჩემს უპატივცემულობას იმ მუსიკოსების მიმართ, ვინც ეს გააკეთა! ეს გემოვნებაა და ყველას ჩვენი გვაქვს… საბოლოოდ მომეწონა ბიჭების იდეა და ბევრი ბიჭი გვყოლია ძალიან, ესეც გამიხარდა! და მინდა ყველამ თავისი თავი, ტემბრი, მანერა, ხასიათი იპოვოს მუსიკაში, ჩაწერონ სწორი სიმღერები და ყველაფერი კარგად იქნება… რაც მთავარია, მასალა გაგვაჩნია და ამას დიდი პროდიუსერები სჭირდება, რომელშიც, სამწუხაროდ, მოვიკოჭლებთ. ამიტომ ყველაფერს მომღერლებს ნუ დააბრალებთ!

“ვასკვლავის” სწორი კარიერა ალბომი, კლიპები და, რაც მთავარია, ჰიტები მხოლოდ პროდიუსერზეა დამოკიდებული! კარგ! გემოვნებიან პროდიუსერზე!

გვეყოს ნეგატივი, სულ უკან ბრუნდება!”

სალომე დოლიძე, მომღერალი:
”ნეტა ქალთა გუნდს რომ ემღერა ეს სიმღერა, მაშინ იტყოდნენ კაცები დაჩაგრესო? ან კაცთა გუნდს და არა მომღერლების ნაკრებს, მაინც ატყდებოდა ამხელა ამბავი ? და საერთოდ ვერ გავიგე რა პრობლემაა, რანაირი ხალხი ვართ, ერთმანეთის ლანძღვის ოსტატები. გემოვნება გემოვნებაა, კი ბატონო, და ყველას ჩვენი გვაქვს, მაგრამ ასე, ამ ფორმით აყენო შეურაცხყოფა ადამიანებს, ძალიან მდაბიო საქციელია, (ჩემი აზრით), ბევრი ნიჭიერი ადამიანი დგას იქ, დადექით და თქვენ იმღერეთ უფრო კარგად, ალბათ თქვენ უკეთ მღერით და იმიტომ ილანძღებით ამდენს და ალბათ თქვენ უფრო ნიჭიერები ხართ. ცოტა მეტად რომ შეგვეძლოს საკუთარის სიყვარული და პატივისცემა, სავარაუდოდ ასეთ ..აკში აღარ ვიქნებოდით.”