15 აპრილი, 2019

უმაგრესი იდეა ფიროსმანთან დაკავშირებით

უმაგრესი იდეა ფიროსმანთან დაკავშირებითნიკო ფიროსმანთან დაკავშირებით მოქანდაკე ირაკლი ჟვანია უმაგრეს იდეას ასაჯაროვებს:

“…აქტრისა მარგარიტა, ლომები, დათვები, თბილისი და სიყვარული, ფერები და დაუსრულებელი ამბავი კაცისა, რომელიც კიბის ქვეშ შიმშილით გარდაიცვალა….

გიორგი შენგელაიას გენიალურ ფილმში გენიალური ავთო ვარაზია ამ კადრში. ესე იჯდა ხოლმე მარტო ფიროსმანი, მერე წავიდოდა და გაქრებოდა სადღაც, რომ ეხატა თავისი ლომები და მეთევზეები. ყველა დასცინოდა, აბა რა, მხატვარი ხომ დასაცინია, ფულიანი კაცია მხოლოდ დასაფასებელი საზოგადოებაში…. ასე ფიქრობდა მაშინ ხალხი, ასეა ახლაც თბილისში…

მაინც გაუძლო, არ დადო ფუნჯი, არ გახდა ვაჭარი. შიოდა და ხატავდა მაინც, და თურმე რამხელა საქმე გაუკეთა ქვეყანას, ერს… სადმე რომ დასჭირდება ქართველს გაყეყეჩება, ვის დაასახელებს, აბა რა, ნიკალაააა… ვან-გოგი და ნიკალა გამოფინეს ერთადო, ქართველებმა იზეიმეს, ასეთები ვართ, ნიჭიერები და უნიკალურებიო… იმას კი ალბათ ეცინება იმ ქვეყნიდან… ქართველები ხან რესტორანს არქმევენ მის სახელს, ხან სუპერმარკეტს და ხან კიდევ რას… კლიენტურას იზიდავენ ნიკალას სახელით…

ეხ… ერის სიამაყე ნიკალაა და მისი ლომები და არა ასფალტი და განათების ბოძები. ისე, ცნობისათვის….

სხვათაშორის, ნიაზ დიასამიძეს ჰქონდა უმაგრესი იდეა გაგვეკეთებინა ნიკალას შადრევანი, შუაში ნიკალათი და გარშემო მისი პერსონაჟებით…

არ მკითხოთ ეხლა რატომ არ გააკეთეთო. იმიტომ. როგორც ყოველთვის.”