უძვირფასესი მასალა შავშეთზე, კლარჯეთზე, ტაოსა და ლაზეთზე

ძალიან კარგი ამბავი თურქეთიდანუძვირფასესი მასალა შავშეთზე, კლარჯეთზე, ტაოსა და ლაზეთზე გიორგი ყაზბეგმა შემოგვინახა.

პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი თურქეთიდან კარგი ამბის მაცნეა:

“ძალიან კარგი ამბავი თურქეთიდან: იქაურმა საუკეთესო ქართველმა კაცმა, პედაგოგმა რიდვან ათანმა თურქულად თარგმნა და გამოსცა გიორგი ყაზბეგის „სამი თვე თურქეთის საქართველოში“.

რიდვანმა წლობით იმუშავა და შედეგსაც მიაღწია. ის ქლასკურელი ქართველია. ქლასკური მიკრომხარეა ქლასკურისწყლის ხეობაში, ხეობაში ავდივართ მარადიდისა და ქლასკურის კვეთიდან.

გიორგი ყაზბეგმა 1874 წელს შემოიარა შავშეთი (იმერხევითურთ), კლარჯეთი, ტაო, ლაზეთი და უძვირფასესი მასალა დაგვიტოვა.

მიხარია, რომ ახლა ამ წიგნს თურქულადაც გაეცნობიან და ბევრ თითქმის ასიმილირებულ ადგილობრივს მიეწოდება ცოდნა საკუთარი წინაპრებისა და სოფლების შესახებ.

გმადლობ, რიდვან! მადლობა ყველას, ვინც მხარს გიჭერდა და გეხმარებოდა.”