23 აპრილი, 2019

ცუცა კაპანაძის ამერიკული სურვილი

ცუცა კაპანაძის ამერიკული სურვილი“პა სეანსის” მსახიობი ცუცა კაპანაძე წლებია ამერიკაშია. მას ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ნიუ იორკში ქართული კულტურის ელჩს უწოდებს და მის სურვილსაც გვიმხელს:

“ეს ცუცა კაპანაძეა. ქართული კულტურის ელჩი ნიუ იორკში.

ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და კიდევ გააკეთებს. არაერთი იდეა აქვს. მაგალითად, სურს, რომ საქართველოდან ერთი რეჟისორი მაინც ჩავიდეს და ქართული სპექტაკლი დადგას.

ძალიან კარგი იქნება, თუ კულტურის სამინისტრო ცუცას და მისნაირ ადამიანებს გვერდით დაუდგება.”