30 აპრილი, 2019

თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი ქართველი ბავშვებისთვის

თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი ქართველი ბავშვებისთვისთურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი საქართველოში ჩამოდის.

მსახიობი საქართველოს “ბერი ანდრიას სახელობის ფონდის” მხარდასაჭერად და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ესტუმრება.

10 მაისს საქველმოქმედო ვახშამი რესტორან ,,ეთნო წისქვილში” გაიმართება, სადაც მოეწყობა კონცერტი ქართველი ცნობილი მომღერლების ლელა წურწუმიას, ანრი ჯოხაძის, ნინი ბადურაშვილის, ეკა კახიანის და ქრისტინე იმედაძის მონაწილეობით.

საღამოდან შემოსული თანხა ,,ბერი ანდრიას სახელობის ფონდის” ანგარიშზე გადაირიცხება.