თიკა ჯამბურიას თხოვნა მედიასაშუალებებს

თიკა ჯამბურიას თხოვნა მედიასაშუალებებსმომღერალ თიკა ჯამბურიას თხოვნა მედიასაშუალებებს ნამდვილად დროული და საჭიროა:

“მინდა შევახსენო ყველა მედიასაშუალებას, ტელევიზიებს, ონლაინ ტელევიზიებს და ა.შ, რომ ჩვენს პატარა და ძალიან ლამაზ ქვეყანაში გვყავს, ძალიან ბევრი ლამაზი და ნიჭიერი მომღერალი, ახალგაზრდა თუ ასაკში შესული, ასევე გვყავს უამარავი საინტერესო ადამიანი, ხელოვანი, მხატვარი, მწერალი და ა.შ

თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ მოიძიოთ საინტერესო ადამინები და მიიწვიოთ გადაცემებში, რომ არ გადათელოთ ჩვენი და ახალი თაობის გემოვნება და ნერვები, ვთხოვ ყველა ჩემს მეგობარს კომენტარში მონიშნოს მისთვის საინტერესო ქართველი ხელოვანი, არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის, შემდეგ იქნებ გადაავლოთ თვალი და აარჩიოთ აქედან ახალი და საინტერესო ადამიანები და შეგვეშვათ ჩვენც და შეეშვათ ამ საზიზღარ პროპაგანდას უგემოვნო და უხარისხო მუსიკის და ისტორიების.

რა გახდა, ხალხო, ქვეყანაში სადაც გვყვს თორნიკე ყიფიანი, ლუკა ზაქარიაძე, დიმა კობეშავიძე, გრიგოლ ყოფშიძე და ა.შ იქ 24 საათი ყველა არხზე და ყველა გადაცემაში არ იყოს გამოჭენებული ხატია წერეთელი. აქვე მინდა ავღნიშნო რომ ამ ქალბატონს მიმართ არანაირი ბოროტი და ცუდი დამოკიდებულება არ გამაჩნია, უბრალოდ ყველაფერს და ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და კიდევ უნიჭო ახალგაზრდების ზეიმი 2 ხმაში, რომ “გულს რად მიკლავს” ვერ მღერიან.

რა გახდა გამაგებინეთ მართლა! მერე ჩვენ გვაბრალებენ შოუ ბიზნესი არ არსებობსოო, როგორ იარსებებს ყველანაირ სტიმულს და ხალისს უკარგავთ უნიჭიერეს ხალხს, რომლის გამოჩენაც ვითომ რეიტინგს არ დაწერს. სცადეთ გოიმობის და ნაგვის გარდა, კიდევ რამის გაშუქება და იქნებ გამოვიდეს, იქნებ ჩვენ ხალხსაც ეშველოს და დაცინვის და შურის გარდა, ისწავლონ პოზიტიური და კარგის მოსმენა. დავიღალეთ ამდენი სიქაჯით და მდაბიო ხარისხით.

პ.ს იცით რატომ არ არსებობს შოუ ბიზნესი? იმიტომ, რომ იქ სადაც უნდა იყვნენ ნორმალური წარმომადგენლები ზემოთ ნახსენებისა, სხედან გურამ შეროზია, დომენიკ მანგო და ხატია წერეთელი! მოიწვიეთ გადაცემებში ნორმალურად მოაზროვნე არა პიარზე, არამედ ნიჭზე აგებული ხალხი. ძალიან გთხოვთ!”