26 აპრილი, 2019

“თეთრი ქარავანი” კანის კინოფესტივალზე

"თეთრი ქარავანი" კანის კინოფესტივალზე ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი “თეთრი ქარავანი” კანის კინოფესტივალზე სექციაში Cannes Classics (კანის კლასიკა) იქნება ნაჩვენები.

ფილმი კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 1964 წელს მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კი ფილმი კვლავ კანის კინოფესტივალს უბრუნდება.

როგორც ფილმის რეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებს, ფილმის გადაღებები 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა. “თეთრი ქარავანის” სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი კი ტიტო კალატოზიშვილი იყო.

ფილმში მთავარ როლებს სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი ასრულებენ.