23 აპრილი, 2019

თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა ლიკვიდირებულია

თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა ლიკვიდირებულიათბილისის მთავარი ბიბლიოთეკა ლიკვიდირებულია. საკრებულოს სხდომაზე თბილისის ბიბლიოთეკების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს და სსიპ “თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის” ლიკვიდაციას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არსებული ბიბლიოთეკების თანამედროვე, შემეცნებით, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად გარდაქმნას გულისხმობს.

თბილისის საკრებულოს დადგენილება ძალაში დღეიდან შევიდა.