20 აპრილი, 2019

ტერენტი გრანელი ამას არ იმსახურებდა

გაზაფხულის საღამოა მშვიდი - ტერენტი გრანელიმისტიკოსი პოეტი ტერენტი გრანელი ნამდვილად არ იმსახურებდა იმას, რომ თბილისში, მეტეხის ტაძართან დადგმული ქვის სტელა წარწერით “აქ დაიდგმება ტერენტის გრანელის ძეგლი” უგზო-უკვლოდ გამქრალიყო.

ინფორმაციას ამის შესახებ პეტრე კოლხი ავრცელებს:

“მიმართვა თბილისის მერიას

ალბათ, ყველას გახსოვთ, მეტეხის ტაძართან ახლოს, ,,ღვინის აღმართის” დასაწყისში ქვის სტელა იდგა წარწერით – ,,აქ დაიდგმება ტერენტი გრანელის ძეგლი”…

იქ ბაღი გაშენდა, იქაურობა თითქოს მოწესრიგდა, წარწერიანი სტელა გაქრა, მაგრამ არც ძეგლი დადგმულა…

ვფიქრობ, მისტიკოსი პოეტი ნამდვილად იმსახურებდა მსგავსი ტიპის ყურადღებას.
მთელი მისი ცხოვრება თბილისს ეტრფოდა…

ტერენტისთვის ჩვენი დედაქალაქი შეყვარებულიც იყო, თავშესაფარიც და შთაგონების წყაროც…
მას წამითაც არ უცხოვრია თბილისის გარეშე…

მთელი მისი შემოქმედების ნახევარი თუ ღმერთს ეძღვნება, მეორე ნახევარი თბილისზეა…

სწორედ მას ეკუთვნის ქარიშხლიანი სიტყვები: ,,ჩემი გული გადაეცით თბილისს, თუ აღმოჩნდა სადმე!”