25 აპრილი, 2019

ჭაბუა ამირეჯიბი – “სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება.!”

ჭაბუა ამირეჯიბი - "სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება.!"“სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება.!” – ამბობდა მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი და რთულია კლასიკოს მწერალს ამაში არ დაეთანხმო.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს მწერლის რომანიდან “დათა თუთაშხია”:

“რაც ადამიანი არსებობს, სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც გვერდიგვერდ, მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო.

არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს. მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ყველა ადამიანშია სიკეთისა და ბოროტების მარცვალი. მთავარი ისაა, რომელს მისცემ გაღვივების უფლებას.

უდიდესი მეცნიერებაა იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა იყო კეთილი. ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს.

სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის, ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია!”