30 აპრილი, 2019

სუხიშვილები, სირცხვილია!

სუხიშვილები, სირცხვილია!– სუხიშვილები, სირცხვილია! – ასე მოუწოდებენ ქართულ ნაციონალურ ბალეტის სუხიშვილებს არ მიიღოს მონაწილეობა 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებულ გალაკონცერტში:

“მოვუწოდებთ სუხიშვილებს უარი თქვას 17 მაისს, საპატრიარქოს გალა კონცერტში მონაწილეობაზე!

17 მაისს, საპატრიარქოს დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით, სამების ტერიტორიაზე გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა! ამ დღის აღნიშვნას ლგბტქ ადამიანები 2012 წლიდან ცდილობენ. 2012 წლისა და 2013 წლის 17 მაისების საზარელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, საპატრიარქომ ამ დღეს “ოჯახის სიწმინდის დღე” დაარსა და ამ გზით წლებია 17 მაისს ლგბტქ ადამიანები განდევნილები არიან საჯარო სივრციდან და ვერ იყენებენ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას!

მოვუწოდებთ სუხიშვილებს, უარი თქვან ამ სამარცხვინო ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამით გადაარჩინონ საკუთარი რეპუტაცია!”

სუხიშვილები, სირცხვილია!