17 აპრილი, 2019

როგორ მოხვდა დავით აღმაშენებლის ჯვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

დავით აღმაშენებლის ჯვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიპარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის ცხოველმყოფელი ჯვარი ინახება. თუ როგორ მოხვდა ჯვარი პარიზში, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს.

წერილს „ანსელის წმინდა საფლავის კანტორისაგან პარიზის ღვთისმშობლის კრებულს იერუსალიმითგან“ 1108 წლით ათარიღებენ. სწორედ ეს წერილი გვაწვდის ინფორმაციას იერუსალიმიდან პარიზში ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილის გაგზავნასთან დაკავშირებით.

წერილში მოხსენიებულია დავით აღმაშენებელი და მისი ქვრივი, ამიტომაც ისტორიკოსების ნაწილი თვლის, რომ წერილი არა 1108 წელს, არამედ უფრო გვიანაა დაწერილი.

ისტორიკოსები აქტიურად დავობენ იმის შესახებაც, თუ როგორ მოხვდა ეს ჯვარი ევროპელთა ხელში.

თუკი ფრანგ ბერს ანსელუსს დავუჯერებთ, ჯვარი შეიძინეს დავით მეფის ქვრივისგან – ყივჩაღთა მეფის ასულ გურანდუხტისგან, რომელიც იერუსალიმში მონაზვნად აღიკვეცა.

მეორე ვერსიით კი, ეს ჯვარი იერუსალიმში თან ჰქონდა დედოფალ რუსუდანს, დავითის პირველ მეუღლეს და დემეტრეს დედას. სწორედ მან მიჰყიდა ეს უძვირფასესი ჯვარი ფრანგ ჯვაროსნებს. დედოფალმა რუსუდანმა იერუსალიმში მდებარე ქართულ მონასტრებში მყოფი ქართველი ბერ-მონაზვნების დასახმარებლად, ჯვაროსნებს ძვირფასი ჯვრის ყიდვა შესთავაზა.

ჯვარი ფრანგებმა პარიზში წაიღეს და ბაზილიკაში დაუდეს ბინა, სადაც შემდგომში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აშენდა.