რას ერჩიან მაია დობორჯგინიძეს?

რას ერჩიან მაია დობორჯგინიძეს?თავისუფალი თეატრის მსახიობს მაია დობორჯგინიძეს ცილს სწამებენ.

დავით ნემსაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა სპეციალური ფოტოთი, სადაც ირწმუნება, რომ მსახიობი მაია დობორჯგინიძე თავდაცვის სამინისტროშია დასაქმებული და პოლკოვნიკის ხელფასს იღებს. ჩემპიონი ტანვარჯშში ხვიჩა გაბიევი კი მაკდონალდსში მუშაობს.

დავით ნემსაძემ მსახიობს “ღამის შოუს” მასხარა უწოდა და მისი თავდაცვის სამინისტროში დასაქმებისთვის სახელმწიფო გააკრიტიკა.

აღნიშნულ ვიდეოს გამოეხმაურა თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი:

“როგორ არ გრცხვენია, რომ ავრცელებ ამ ცილისწამებას, ღირსი არა ხარ სასამართლოში, რომ მოხვდე ცილისწამებისათვის? მაია დობორჯგინიძე არის შესანიშნავი მსახიობი, რეჟისორი და პედაგოგი და არსად არ მუშაობს, გარდა თეატრალური უნივერსიტეტისა და “თავისუფალი თეატრისა. ფუი, შენს კაცობას!

აღმოჩნდა, რომ დავით ნემსაძის მიერ გავრცელებულ ფოტოზე არა მაია დობორჯგინიძე, არამედ ნანა კინწურაშვილია ასახული, რომელიც ნამდვილად მუშაობს თავდაცვის სამინისტროში:

“მე ვარ მ-რი ნანა კინწურაშვილი, ექიმი რომელიც ნამდვილად ვმუშაობ თავდაცვის სამინისტროში და ამ ,,მდედრმა” ნემსაძემ დადო ჩემი სურათი და ხალხი შეჰყავს შეცდომაში. ხვიჩა გაბიევი – ხომ ძალიან კარგად მიცნობ და იცი, რომ ბინძურ ტყუილებს წერს ეს დავით ნემსაძე და არ გრცხვენიათ, რეებს წერთ და როგორ ილანძღებით, უსაქმურო ხალხო.”