ქართულ-გერმანული სპექტაკლის პრემიერა ლაიფციგში

ქართულ-გერმანული სპექტაკლის პრემიერა ლაიფციგში13 და 14 აპრილს გერმანიის ქალაქ ლაიფციგის საბავშვო თეატრში ქართულ-გერმანული სპექტაკლის „სპლიყვიFant” პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლში მონაწილეობენ ქართველი და გერმანელი მსახიობები სოფო ახუაშვილი, ნორა-ლიი ზანვალდი, ბენიამენ ვინენი, გიორგი ჯიქურიძე.

სპექტაკლის რეჟისორია იულე კრაჰტი, მხატვრები – ნინო ჩიტაიშვილი და კარსტენ შმიდტი.

გერმანულ-ქართული პროექტი გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ქართულ-გერმანული სპექტაკლის „სპლიყვიFant” ქართული პრემიერა გასული წლის ბოლოს მოზარდ მაყურებელთა თეატრში შედგა.