ფუტკარი – ოთარ რამიშვილი

ფუტკარი - ოთარ რამიშვილი”მზე აყვავებულ ცაცხვებს დაჰხარის
სურს სურნელება საამოდ ნამავს.
ფუტკარი, როგორც აფთიაქარი
ყვავილებისგან გვიმზადებს წამალს.
მე ფუტკრის ზუზუნს გულს ვუთმობ ბინად,
სული ჰანგების შუქით გამთბარა,
ჩემს და მზეს შორის ფუტკარი ფრინავს
როგორც სიცოცხლის ელჩი პატარა.
იფრინე ქვეყნად, იფრინე ქვეყნად,
რომ მუდამ გეთქვას შენი სათქმელი.
ამაზე კარგი რა უნდა იყოს
კაცს თაფლი მისცე და ღმერთს სანთელი.”