22 აპრილი, 2019

პეტრე გრუზინსკი – გაზაფხულდება

პეტრე გრუზინსკი - გაზაფხულდება”გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.
ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც, ვითარცა ახლად გაცნობილს
ახალი თვალით დაგაკვირდები.
შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარი: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება…”