8 აპრილი, 2019

ოთო ნემსაძის კლიპი ევროვიზიის სიმღერაზე

ოთო ნემსაძის კლიპი ევროვიზიის სიმღერაზეოთო ნემსაძის კლიპი სიმღერაზე “სულ წინ იარე” რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ გადაიღო.

გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა.

კომპოზიტორ რომა გიორგაძის სიმღერისთვის ტექსტი დიანა გიორგაძემ დაწერა.

კლიპში ოთო ნემსაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ანსამბლ „შავნაბადას“ წევრებმა და სპეციალურად კლიპისთვის შერჩეულმა 50-ზე მეტმა ადამიანმა.

“ევროვიზია 2019”-ს წელს ისრაელი მასპინძლობს.