17 აპრილი, 2019

ოშკი, ხახული, ბანა, ხანძთა, იშხანი – ახსოვს ვინმეს?

ოშკი, ხახული, ბანა, ხანძთა, იშხანი - ახსოვს ვინმეს?საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის თანხის გადარიცხვა საქართველოდანაც გადაწყვიტეს, რამაც ჩვენი საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

საზოგადოება უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ როდესაც ვარძიაში თამარის ფრესკა დაიწვა, სამებაში სტამბა დაიწვა, მარტვილში მამათა მონასტერი დაიწვა, არავის მოსვლია თავში აზრად ჯიბეზე გაეკრა ხელი.

ბექა ნათელაშვილი კი ქართველ ბიზნესმენებს შეახსენებს, რომ ტაო კლარჯეთში უძველესი ქართული ეკლესიები ნადგურდება და უმჯობესია მათ მიხედონ:

“რა მნიშვნელობა აქვს, ცეცხლი შთანთქავს თუ უპატრონობის, ან უყურადღებობის გამო დაინგრევა. ოშკი, ხახული, ბანა, ხანძთა, იშხანი. ხუთივე ბევრად უფრო ადრე არის აშენებული, ვიდრე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და ხუთივე განადგურების პირასაა. ახსოვს ვინმეს?”