27 აპრილი, 2019

ნინო თარხნიშვილი: “ღმერთი მკვდარია”

ნინო თარხნიშვილი: "ღმერთი მკვდარია"მწერალი ნინო თარხნიშვილი თვლის, რომ წელიწადში ერთი დღე ღმერთი მკვდარია:

“წელიწადში ერთი დღე ღმერთი მკვდარია. ჰოდა, ვაცადოთ ეს ერთი დღე, ვიყოთ ჭკვიანები, როგორც სახლში ორი საათით მარტო დატოვებული ბავშვები – ასანთს ნუ ვახლებთ ხელს. დანებით სავსე სამზარეულოს უჯრას ნუ გამოვაღებთ. ფანჯარასთან ახლოს ნუ მივალთ და უარესი, თითის წვერებზე ნუ ავიწევით.

უცხოს კარს ნუ გავუღებთ და დიდად ნურც ნაცნობს ვენდობით.

ვაცადოთ ეს ერთი დღე ღმერთს, ვაცადოთ.

მერე მთელი წელი ყურებდაცქვეტილმა უნდა გვდიოს კუდში – ან მწვანეზე არ გადავირბინოთ, ან ქურაზე შემომდგარი ქვაბი არ დაგვრჩეს, ან ხარაჩო არ ჩამოგვენგრეს, ან შახტში მიწამ არ ჩაგვიტანოს, ან ძილში არ დავრჩეთ, ან რა ვიცი, მიზეზს რა დალევს უაზრო სიკვდილისთვის… აზრიანისთვისაც.”