6 აპრილი, 2019

ნიკა ძამიაშვილის გამოფენა სულიერი და ხორციელი გადარჩენისთვის

ნიკა ძამიაშვილის გამოფენა სულიერი და ხორციელი გადარჩენისთვისმხატვარ ნიკა ძამიაშვილის ოცნებაა მოაწყოს გამოფენა, რომელიც მას სულიერ და ხორციელ გადარჩენაში დაეხმარება:

“მეგობრებო, ვისაც გაქვთ საკუთარი გალერეა, ან ვინმეს თუ მიესვლება და ეთქმის, ანუ თუ შეგიძლიათ თბილისში, ვინმემ დამითმოთ უფასოდ სივცე გამოფენისთვის, თუნდაც არ იყოს საგამოფენო დარბაზი გალერეის სახით, სადაც სურვილისამებრ იქნება შესაძლებელი ნახატ(ებ)ის გაყიდვა.

ეს მჭირდება, როგორც სულიერად, რადგან ვიხილო დაინტერესებული ხალხი, ზოგი მოვიდეს, გამესაუბროს, ჩამეხუტოს და ა.შ.. ასევე ხორციელი გადარჩენისთვის, უბრალოდ რომ ვიცოცხლო, ანუ ვწერო და ვხატო, ბლოკნოტი, კალამი, ფანქრები, ფურცლები, პასტელი, ტუში, საღებავები – (აკვარელი, გუაში, აკრილი, ზეთი), ფუნჯები, მასტეხინები, ტილოები, “რაზბავიტელი”, “რასტვარიტელი”, სპეციალური სახატავი ზეთი და ყველაზე ბოლოს, ნაკლებად აუცილებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, საჭირო.. ასევე კომუნალურები და საკვები.

მოკლედ ვისაც გაქვთ რაიმე ადგილი, ან იცნობთ და… აღარ განვმეორდები, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, დააკომენტაროთ, რომ… და მე დაგიკავშირდებით. გმადლობთ ყურადღებისთვის!”