12 აპრილი, 2019

მუხრან მაჭავარიანი – მე პატრონმა

მუხრან მაჭავარიანი - მე პატრონმა “მე პატრონმა, მე პატრონმა ამისთანა ცის,
მე პატრონმა, მე პატრონმა ამისთანა ზღვის,
თუ ღმერთი გწამს, თუ კაცი ხარ,
სხვას მივბაძო? ვის?
რა გინდა რომ აქ არ იყოს,
ენა იტყვის რას,
სიტყვა გინდა? მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა.
მე შენ გეტყვი არ გეყოფა სიტყვის მარაგი,
არა, სხვისი მისაბაძი რა გვჭირს, თვარა კი.”