2 აპრილი, 2019

მოუსმინეთ ნოდარ მგალობლიშვილს!

მოუსმინეთ ნოდარ მგალობლიშვილს!ნოდარ მგალობლიშვილს ათასობით გულშემატკივარი და ერთგული მაყურებელი ჰყავს. სწორედ ათასობით ადამიანმა განიცადა მისი გარდაცვალება. მსახიობი მახათას პანთეონში დაკრძალეს.

“არტინფო” გთავაზობთ ვიდეოს, სადაც მსახიობი დაკრძალვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ უხერხულობებზე ყველაზე ზუსტად საუბრობს:

”ყველას უნდა რომ იყოს ისეთ ადგილზე, სადაც უდგება ტრამვაი, ტროლეიბუსი, ტაქსი, ველოსიპედი, თხილამურები. სადაც ჩამაგდებენ, იქ ვიქნები, მთავარია, ამ დედამიწას ვეღარ შევხედავ და მერე გინდა იყავი ფუნიკულიორზე, გინდა ზესტაფონში და გინდა ღანირში. მნიშვნელობა არ აქვს.

რომ დაიწყებენ დავასაფლავოთ ფუნიკულიორზე, ეს არის წმინდა ადგილი… წმინდა ადგილი არის ყველგან, სადაც შენს სიწმინდეს შეიტან.”